სუფთა სამყაროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ
კატეგორია: სიახლე / თარიღი: 2019-07-12 16:24:18

სუფთა სამყაროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ

საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალმა სუფთა სამყაროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

 

სინერჯი კაპიტალმა და სუფთა სამყარომ მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის ფარგლებში თავდაპირველად მოხდება სინერჯი კაპიტალის მიერ სუფთა სამყაროს დეტალური შეფასება, რომლის შედეგადაც დაიწყება ბენეფიციარი კომპანიის დიაგნოსტიკა და სტრატეგიული განვითარების გეგმის დამუშავება.

 

"ჩვენ ბევრ შესაძლებლობას ვხედავთ პროფესიული დასუფთავების ბაზარზე, ხოლო სუფთა სამყარო არის დარგის გამორჩეული მოთამაშე, მათი მასშტაბებით, მუშაობის მიდგომებითა და ხარისხის სტანდარტებით. ერთობლივი ძალებით შევძლებთ საინტერესო, ინოვაციური პროექტების განხორციელებას. წინ ერთთვიანი აქტიური მუშაობა გველოდება, რომლის დროსაც დეტალურად უნდა შევაფასოთ კომპანია და დავამუშაოთ განვითარების სტრატეგია. შედეგად კი სუფთა სამყარო სინერჯი კაპიტალის პარტნიორი კომპანია გახდება."- სინერჯი კაპიტალის დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი

 

„ჩვენ წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვთანამშრომლობდით სინერჯის გუნდთან და ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენთვის კრიტიკულია არა იმდენად ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ის მრავალწლიანი კომპეტენციები ორგანიზაციული განვითარების კუთხით, რაც სინერჯი კაპიტალის“ გუნდს გააჩნია , - განაცხადა სუფთა სამყაროს დამფუძნებელმა და დირექტორმა აპოლონ გოლეთიანმა.

სუფთა სამყარო 2005 წლიდან არსებობს და საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციას ემსახურება.

გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის საინვესტიციო პროექტების შესახებ.

 

synergy capital 0322 437 000