პედიატრიულ ქირურგიის ცენტრთან პარტნიორთა შეთანხმება გაფორმდა
კატეგორია: სიახლე / თარიღი: 2019-05-14 12:00:18

პედიატრიულ ქირურგიის ცენტრთან პარტნიორთა შეთანხმება გაფორმდა

იხსნება ახალი კონცეფციის ბავშვთა ქირურგიული ცენტრი რომელიც აერთიანებს მშობლისა და ბავშვის მოთხოვნებს, შესაბამისად, მკურნალობისა და მომსახურების უმაღლეს ხარისხს და კომფორტს. პედიატრიული ქირურგიის ცენტრის გახსნა იგეგმება ივლისში,  დიღომში,   ლუბლიანას ქუჩა N36-ში.

საქართველოში მსგავსი კონცეფციის ბავშვთა კლინიკა ამ ეტაპზე არ არსებობს. ქვეყნიდან გაუსვლელად მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაუტარონ ბავშვებს, 3 – 15 წლის ჩათვლით, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების, ქირურგიული მომსახურება ისეთ კლინიკაში, სადაც დახვდებათ სასიამოვნო გარემო და სასტუმრო ტიპის კომფორტი. კლინიკაში ძირითადი მიმართულებები იქნება: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ორთოპედია, უროლოგია და ოტორინოლარინგოლოგია.

ცენტრის დამფუძნებლის, გია ჩიქოვანის განცხადებით, პარტნიორობის მოტივაცია პირველ რიგში სინერჯიში არსებულ კვალიფიცირებულ და სანდო გუნდთან თანამშრომლობა გახდა. ეს პარტნიორობა კლინიკას დაეხმარება ხარისხიანი და სანდო მომსახურება გახადოს ხელმისაწვდომი უფრო მეტი მომხმარებლისთვის.

https://www.interpressnews.ge/ka/article/546317-sinerji-kapitalma-pediatriuli-kirurgiis-centrtan-partniorta-shetanxmeba-gaaporma/

synergy capital 0322 437 000