ჩვენს პორტფელს დაუნთაუნ თბილისი შემოუერთდა!
კატეგორია: სიახლე / თარიღი: 2019-11-13 11:54:33

ჩვენს პორტფელს დაუნთაუნ თბილისი შემოუერთდა!

საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალმა რესტორან დაუნთაუნ თბილისის 50% შეისყიდა, რომელზეც დაგეგმილი აქვს წლის ბოლომდე განახლებული კონცეფციით გაიხსნას და ქსელის გაფართოება დაიწყოს.

დაუნთაუნი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის იყო ერთ-ერთი პირველი წარმატებული სარესტორნე ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანს ევროპული სამზარეულო დაეგემოვნებინა განსხვავებულ ატმოსფეროში.

განახლებულ კონცეფციაში ადამიანებს მეტი სოციალიზაციის შესაძლებლობა ექნებათ. გამოცდილი მზარეულების ჯგუფი, ადვილად გადასანაწილებელი კერძები, ღია სამზარეულო, ღვინის მაღაზია, დიდი გარე ბარი, უცხო დიზაინი, სხვადასხვა ღონისძიება და მუდმივი მოძრაობა - ეს გვინდა დავახვედროთ სტუმრებს განახლებულ გარემოში წლის ბოლოსთვის.

განახლებული კონცეფციით დაუნთაუნი წლის ბოლოს მიიღებს სტუმრებს. მომავალი წლიდან კი დაგეგმილია ქსელის გაფართოება.

სინერჯი კაპიტალის პორტფელში  ეს მე-11 კომპანიაა. ორგანიზაცია წლის ბოლომდე კიდევ 10 კომპანიის წილის შეძენას გეგმავს.

synergy capital 0322 437 000