სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანიის,  8000 მოსავლის ახალი მაღაზია-ბარი გაიხსნა
კატეგორია: სიახლე / თარიღი: 2019-10-30 12:56:26

სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანიის, 8000 მოსავლის ახალი მაღაზია-ბარი გაიხსნა

თბილისში 8000 მოსავლის ქსელს კიდევ ერთი, მესამე ობიექტი შეემატა. ახალი ღვინის მაღაზია-ბარი მთაწმინდაზე, თაბუკაშვილის N 27- ში გაიხსნა. ამჯერადაც ბრენდი კვლავ წარმოდგენილია როგორც მაღაზიისთვის განკუთვნილი სივრცით, ასევე ბარის ტერიტორიით.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით 8000 მოსავლის თაროებზე 340 მეღვინეობის 1000-მდე ღვინოა წარმოდგენილი. თითოეული ღვინო ფარული დეგუსტაციის გზით დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისიის მიერ არის შერჩეული. მომსახურების მაღალ ხარისხზე კი მეტწილად აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები ზრუნავენ.

„ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ჩვენ საქმიანობა ქალაქის ურბანულ ნაწილში დავიწყეთ და ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას ვმასპინძლობთ. თუმცა მზარდია ინტერესი უცხოელების მხრიდან და ვფიქრობთ, რომ ახალი მაღაზიის ლოკაცია საშუალებას მოგვცემს, ქართული ღვინო მეტ ტურისტს გავასინჯოთ “, - განაცხადა 8000 მოსავლის დამფუძნებელმა ირაკლი ჩხაიძემ.

8000 მოსავალი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 3 მაღაზია-ბარით თბილისში. ის სინერჯპორტფეი ჯგუფთან ერთად შეიქმნა 3 წლის წინ. ბრენდი სამომავლოდ კვლავ გეგმავს გაფართოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, თუმცა კონკრეტული ლოკაციები ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანიაა.

synergy capital 0322 437 000