გასტრონავტთან კაპიტალში შესვლის გადაწყვეტილების მისაღებად, თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ
კატეგორია: სიახლე / თარიღი: 2019-10-10 18:19:54

გასტრონავტთან კაპიტალში შესვლის გადაწყვეტილების მისაღებად, თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ

საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალმა კვების დაწესებულების საკონსულტაციო სააგენტო გასტრონავტთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის დიაგნოსტიკა და სტრატეგიული განვითარების ხედვის დამუშავება მოხდება. აღნიშნულ ინფორმაციას სინერჯი კაპიტალი ავრცელებს.

მათივე ცნობთ, დეტალური შეფასების საფუძველზე გასტრონავტის კაპიტალში მონაწილეობის გადაწყვეტილებაც მიიღება.

„გასტრონავტი არის უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად ავითარებს ქართულ გასტრონომიას და ეხმარება კვების ობიექტებს, შექმნან უნიკალური, განსხვავებული კონცეფციები და მიანიჭონ მომხმარებლებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, იწყებს კვების ობიექტების მენეჯმენტში შესვლას და მიგვაჩნია, რომ მკაფიო სტრატეგიული ხედვით, სწორი ორგანიზებით და სათანადო ფინანსური მხარდაჭერით გასტრონავტს ამ ინდუსტრიის მნიშვნელოვნად განვითარება შეუძლია“, - აცხადებენ სინერჯი კაპიტალში.

გასტრონავტის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰყოლოდათ სანდო პარტნიორი კომპანია, სინერჯი კაპიტალის სახით“.

„იმის გარდა, რომ სინერჯი კაპიტალის გუნდს გააჩნია სინერჯი ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილება, ამასთან გააჩნია პორტფელი და ადამიანები, რომლებიც მათ ენდობიან. ჩვენთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო გვყოლოდა სანდო პარტნიორი კომპანია და არა ფიზიკური პირი, რადგან ასეთი კომპეტენციის მქონე კომპანია უკეთ დაგვეხმარება სწორი მიმართულებით ზრდაში. ჩვენ ვიწყებთ მენეჯმენტში შესვლას და ამ ნაწილში გაცილებით მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი დაგვჭირდება. გვჯერა, რომ სინერჯი კაპიტალთან ერთად გაცილებით უკეთ გავართმევთ ამ დავალებას თავს“, - განაცხადა გასტრონავტის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა.

გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის საინვესტიციო პროექტების შესახებ.

synergy capital 0322 437 000