პრესტოსთან და ჯი.ვინოსთან მემორანდუმი გავაფორმეთ
კატეგორია: სიახლე / თარიღი: 2019-10-04 10:53:33

პრესტოსთან და ჯი.ვინოსთან მემორანდუმი გავაფორმეთ

საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალმა ექსპრეს-ქიმწმენდების ქსელ პრესტოსთან და ჯი.ვინოსთან მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში თავდაპირველად სინერჯი კაპიტალი აღნიშნულ კომპანიების დეტალური შეაფასებს, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარების დიაგნოსტიკა და სტრატეგიული განვითარების გეგმის დამუშავებაც მოხდება. დეტალური შეფასების საფუძველზე ასევე კომპანიების კაპიტალში მონაწილეობის გადაწყვეტილებაც მიიღება.

პრესტო 1994 წელს ესპანეთში დაფუძნდა. ამჟამად იგი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპრესქიმწმენდების ქსელს. პრესტო წარმოდგენილია მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში, 500-ზე მეტი მიმღები პუნქტით.

საქართველოში პრესტოს ექსპრეს ქიმწმენდების ქსელი, როგორც ესპანური ბრენდის ფრენჩაიზი 2018 წელს გაიხსნა და ამჟამად იგი თბილისში ქიმწმენდის ერთი წერტილით და 6 მიმღები პუნქტით არის წარმოდგენილი.

მიმდინარე წელს პრესტომ გუსტავის ბრენდი დაიმატა, როგორც ინოვაციური მომსახურება მიტანის სერვისით და ონლაინ აპლიკაციით. პრესტო მომხმარებელს ნებისმიერი სახის ქიმწმენდას, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომსახურებას სთავაზობს.

პრესტო სინერჯი კაპიტალისთვის საინტერესო კომპანიაა, რადგან ვხედავთ კომპანიის პოტენციალს, გახდეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი და იყოს კომფორტული თანამშრომლობისთვის. - აცხადებენ სინერჯი კაპიტალში.

ერეკლეს ქუჩაზე მდებარე მაღაზია - ბარი G.Vino მომხმარებლებს უნიკალურ ორგანულ ღვინოებს, დეგუსტაციის საინტერესო ღონისძიებებსა და გემრიელ, ქართულ სამზარეულოს სთავაზობს. ბარი დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში და ხელს უწყობს ქართული მაღალი ხარისხის ღვინის პრომოციას.

ჩვენი ხედვით G.Vino-ს აქვს პოტენციალი ქვეყნის შიგნით ქსელი განავითაროს რამდენიმე წერტილის დამატებით. სამომავლოდ კი ქვეყნის გარეთ ასეთივე კონცეფციის ღვინის ბარების ქსელები შექმნას, სადაც მოხდება ქართული ორგანული ღვინის პრომოცია, - განაცხადეს სინერჯი კაპიტალში.

კომპანიის სხვა სიახლებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქhttp://www.capital.synergy.ge/siaxleebi

synergy capital 0322 437 000