ქაღალდის გადამამუშავებელ კომპანია ფი ემ ჯი-სთან და ჩარგლის წყაროებთან მემორანდუმი გავაფორმეთ
კატეგორია: სიახლე / თარიღი: 2019-09-03 18:54:35

ქაღალდის გადამამუშავებელ კომპანია ფი ემ ჯი-სთან და ჩარგლის წყაროებთან მემორანდუმი გავაფორმეთ

სინერჯი კაპიტალმა ქაღალდის გადამამუშავებელ კომპანია ფი ემ ჯი-სთან და ჩარგლის წყაროებთან მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში თავდაპირველად მოხდება სინერჯი კაპიტალის მიერ აღნიშნული კომპანიების დეტალური შეფასება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ბენეფიციარების დიაგნოსტიკა და სტრატეგიული განვითარების გეგმის დამუშავება. დეტალური შეფასების საფუძველზე მოხდება კომპანიის კაპიტალში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღება.

ქაღალდის გადამამუშავებელი კომპანია ფი ემ ჯი 2012 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა შესაფუთი მასალების, კერძოდ კვერცხის ჩასაწყობი ფირფიტების წარმოება, რასაც დაემატა take away დანადგარი და მსგავსი ტიპის ასორტიმენტის განვითარების მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას.

დიდი იმედი გვაქვს რომ ფი-ემ-ჯი ბაზარზე გამორჩეული მოთამაშე გახდება რის საფუძველსაც გვაძლევს წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი, მსგავსი ტიპის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა და პროფესიონალების გუნდი, რომელიც დღეს კომპანიაში მუშაობს. იმედი გვაქვს რომ ჩვენც ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ.

რაც შეეხება ჩარგლის წყაროებს, მისი ისტორია ცოტა შორიდან იწყება. ჩარგლის წყაროებამდე ერქვა ვაჟას წყარო. 1956 წელს, სოფელ ჩარგალთან, მდინარე შავი არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგებმა დაიწყეს მინერალური წყლების ძიება.

იქნა აღმოჩენილი წყლები სხვადასხვა სამკურნალო თვისებებით, რის საფუძველზეც 1967 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური ცენტრი, სადაც კურნავდნენ 40-მდე დაავადებას. 1961 წელს აშენდა წყლის ჩამოსახმელი ქარხანა, სადაც დაიწყო მინერალური წყლის „ვაჟას წყარო“-ს წარმოება. 2007 წელს ჩარგალის წყაროებმა შეიძინა არსებული წარმოება და 2009 წელს პირველად გამოჩნდა ბაზარზე.

ჩარგლის წყაროები სინერჯი კაპიტალისთვის საინტერესო კომპანიაა, ვინაიდან აქვს ბევრი უნიკალური შესაძლებლობა: საერთაშორისო სტანდარტებით აწარმოებს პრემიუმ კლასის მინერალურ წყალსა და ლიმონათებს, აქვს მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი და გააჩნია მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა.

საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალი სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.

 

გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის საინვესტიციო პროექტების შესახებ

synergy capital 0322 437 000