პედიატრიული ქირურგიის ცენტრის კიდ.კო-ს ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა
კატეგორია: სიახლე / თარიღი: 2019-07-18 09:59:04

პედიატრიული ქირურგიის ცენტრის კიდ.კო-ს ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა

თბილისში პედიატრიული ქირურგიის ცენტრის კიდ.კო-ს ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა.

როგორც ცენტრის დირექტორი ირაკლი გამყრელიძე აცხადებს, უკვე აგვისტოდან ცენტრი სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას.

კლინიკა კიდ.კო-ში პაციენტის მიღება ჩაწერით ხდება. იმისათვის, რომ კიდ.კო-ს სპეციალისტებმა  პატარა პაციენტებს გამოკვლევა ჩაუტარონ, თავდაპირველად ოჯახის უფროსმა  ტელეფონის ნომერზე 032 2 25 17 12 უნდა დარეკოს და ჩაეწეროს. კლინიკა მდებარეობს ლუბლიანას N36-ში. ცენტრი პატარა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს - უროლოგიის,  ოტოლარინგოლოგიის, ოფთალმოლოგიის, ნეიროქირურგიის და ა.შ. მიმართულებით.

უკვე 1-ელი აგვისტოდან კი „იდ.კო-ს ქირურგიული განყოფილებაც ამოქმედდება, სადაც სხვა პედიატრიული კლინიკებისგან განსხვავებით ძირითადად, გეგმიური ოპერაციები ჩატარდება. კლინიკაში ოპერაციებს საქართველოში ცნობილი ბავშვთა ქირურგები ჩაატარებენ. განსხვავებული იქნება გარემო, ინტერიერი და სამედიცინო მომსახურების კონცეფცია. როგორც ირაკლი გამყრელიძე აცხადებს, კლინიკაში იქმნება ბავშვისთვის და მშობლისთვის მინიმალურად სტრესული, ბავშვის ფსიქოლოგიურ და ქცევით საჭიროებებზე მორგებული გარემო და პირობები, პალატების და ზოგადად კლინიკის ინტერიერიც მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ყოფით, კომფორტულ სახალისო გარემოსთან.

პედიატრიული ქირურგიის ცენტრში იქნება 14 ერთადგილიანი სასტუმროს ტიპის პალატა ხანგრძლივი დაყოვნებისთვის, 8 საწოლი პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიისათვის, 4 საწოლი კი ერთი დღის ქირურგიის დღის სტაციონარისთვის.

პედიატრიული ქირურგიის ცენტრი კიდ.კო საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანიაა.

გადახედეთ სინერჯი კაპიტალის სხვა საინვესტიციო პროექტებს 

synergy capital 0322 437 000