PDF გადმოწერა

სინერჯი კაპიტალი კერძო კაპიტალის ფონდია, რომელიც დიდი პოტენციალის მქონე კომპანიებს ეხმარება ზრდის უნიკალური შესაძლებლობის რეალიზებაში კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით. ფონდი ერთი წელია დაარსდა მმართველობითი საკონსულტაციო კომპანია სინერჯი ჯგუფის მიერ. 

სინერჯი კაპიტალის მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევუქმნათ მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელი ისე, რომ მათი ფინანსები და გამოცდილება ხელმისაწვდომი გავხადოთ აღნიშნული ორგანიზაციებისთვის.

სინერჯი კაპიტალი და მისი პარტნიორები წარმატებას სწორედ პორტფელურ კომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის და მათი ღირებულების ზრდის შედეგად აღწევენ.

ჩვენი გამოცდილებით,  რიგ შემთხვევაში   ორგანიზაციული სტრუქტურისა და სხვა პროცესების მოწესრიგება აუცილებელია, თუმცა, შესაძლოა ეს არ იყოს საკმარისი კომპანიის სწრაფი ზრდის უზრუნველსაყოფად. მომავლის ლიდერ ორგანიზაციებს   ესაჭიროებათ დამატებითი კაპიტალი, რათა  არ დაკარგონ ზრდის უნიკალური შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ჩვენ მათ ვთავაზობთ ფინანსურ მხარდაჭერას კაპიტალში 20%-დან 50%-მდე  წილობრივი მონაწილეობით, 1 500 000 აშშ დოლარის მაქსიმალური მოცულობით. სტრატეგიულის გარდა, ამჯერად ანალიზს ფინანსური და იურიდიული კუთხითაც ვატარებთ, ვადგენთ კომპანიის ღირებულებას და ვითვლით საპროგნოზო მოგება/ზარალს, ხოლო იურიდიული დიაგნოსტიკა გვეხმარება სამართლებრივი რისკების შეფასებაში. 

 

synergy capital 0322 437 000