სინერჯი კაპიტალი

ისტორია

სააქციო საზოგადოება “სინერჯი კაპიტალი” სინერჯი ჯგუფმა შექმნა 2018 წლის აპრილში იმისთვის რომ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევუქმნათ  მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელი ისე, რომ  მათი ფინანსები და გამოცდილება ხელმისაწვდომი გავხადოთ მომავლის ლიდერი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც აქვთ ზრდის დიდი პოტენციალი

ამ მისიის განხორციელებისთვის ჩვენ, სინერჯი კაპიტალი ვაერთიანებთ და ვეხმარებით ადამიანებს გაზარდონ თავიანთი კაპიტალი ისეთ ორგანიზაციებში ინვესტირებით, რომლებსაც ღირებულების სწრაფი ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ, შეუძლიათ გახდნენ დარგის ლიდერები და იყვნენ გამორჩეული სწორად დანახული სტრატეგიით, კარგი მმართველობით, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვით.


სინერჯი ჯგუფის შესახებ

შპს “სინერჯი ჯგუფი” მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ ემსახურება საქართველოში არსებული კერძო და საჯარო ორგანიზაციების განვითარებას, მათთვის რთული მმართველობითი ამოცანების გადაჭრასა და დანიშნულების უკეთ განხორციელების მიზნით მმართველობითი სისტემების დახვეწას.

20 წლის განმავლობაში სინერჯი ჯგუფმა იმუშავა საქართველოში მოქმედი მსხვილი და საშუალო კომპანიების განვითარებაზე ყველა დარგში, ჯამში განახორციელა 400-ზე მეტი პროექტი ორგანიზაციების სტრატეგიული დაგეგმვის, სტრუქტურული განვითარების, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის, სახელფასო, სამოტივაციო და შეფასების სისტემების ფორმირებისა და დანერგვის, მართვის სისტემების სრული დიაგნოსტიკის, კონკრეტული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრის  და სხვა მმართველობითი რთული ამოცანების გადაჭრის მიმართულებით.

სინერჯის კონსულტანტები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით წერენ სტატიებსა და ინსაითებს, რომლებიც გამოცემულია 8 ბეჭდური წიგნისა და წიგნაკების სახით. სინერჯის 100-მდე ალუმნი დღეს წამყვანი ორგანიზაციების მმართველ პოზიციას იკავებს. მათ შორის არიან ორ ათეულზე მეტი ისეთი კომპანიები, ვისთან თანამშრომლობაც სინერჯი ჯგუფმა მაშინ დაიწყო, როცა მათი წლიური გაყიდვები 4-5 მილიონს არ აღემატებოდა. ახლა კი ეს კომპანიები Top უმსხვილეს კომპანიების სიაში შედიან და აქტიურად განაგრძობენ ზრდას. 

ფილოსოფია

სინერჯი კაპიტალის მიმართ ნდობა როგორც ინვესტორების, ისე კომპანიების მხრიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ჩვენ გვჯერა, რომ ფასეულობები გვეხმარება დიდხანს ვიარსებოთ და უფრო უკეთ შევძლოთ ჩვენი დანიშნულების განხორციელება

ჩვენი მთავარი პრინციპი არის პატიოსნება - უნდა ვეცადოთ ყოველთვის ვიყოთ პატიოსნები ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში. პატიოსნება ჩვენი კაპიტალის პარტნიორებთან მიმართებაში, ისევე როგორც პატიოსნება კომპანიებთან, ვისაც ვემუშავებით, პატიოსნება საქმესთან მიმართებაში, რომლის კეთებასაც ვიწყებთ და რომელსაც დიდხანს ვაპირებთ ვაკეთოთ, ჩვენთვის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური პრინციპია

ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივი არის ჩვენი საქმიანობით გავხადოთ ბედნიერი რაც შეიძლება მეტი ადამიანი და რაც შეიძლება მეტი სიხარული მივანიჭოთ მათ. ჩვენს ინვესტორებს შევუქმნათ სიმდიდრის დაგროვების სტაბილური წყარო, თავდაუზოგავად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ ისეთი უკუგება, რაც მათ მოლოდინებს გადააჭარბებს. მათთვის და ჩვენი პორტფელური კომპანიებისთვის სინერჯი კაპიტალთან მუშაობა იყოს სასიამოვნო, კომფორტული, მარტივი და მუდმივად ვიფიქროთ იმაზე, როგორ მივანიჭოთ მეტი ბედნიერება, რომ ამ კომპანიებმა ეს განწყობა საბოლოო მომხმარებელზე გადაიტანონ

ჩვენი მუშაობის წესი და მთავარი მიდგომაა,  ის რომ ვართ მუდმივად მაძიებლები რაღაცა ახლის. მუდმივი უწყვეტი განახლება ყველა მიმართულებით - ახალი ინვესტორები, პორტფელის ახალი კომპანიები, ახალი დარგები, ახალი მიდგომები, პროცესები, ახალი მეთოდები, მუშაობის მიდგომები და პროცესები.  ეს გვეხმარება ვიყოთ თვითგანვითარებაზე ორიენტირებულები, ვიყოთ სულ უფრო უკეთესები, შევძლოთ დროულად დავინახოთ და გამოვასწოროთ ჩვენი საქმიანობის ხარვეზები და ჩვენი კომპანია მუდმივი განახლება-განვითარების რელსებზე დავაყენოთ.

synergy capital 0322 437 000